
სატელევიზიო ეთერებში ამიერიდან მუსიკის მონიტორინგი სპეციალური
კომპიუტერული პროგრამით განხორციელდება.
ესპანური კომპანიის ბი-ემ-ეი-თის
პროგრამა VERISAT-ი უზრუნველყოფს როგორც სატელევიზიო
ეთერებში გასული მუსიკის საერთო ხანგრძლივობის დადგენას, ასევე
მუსიკალური ნაწარმოებების იდენტიფიცირებას. ესპანური კომპანიის
მონიტორინგის ეს პროგრამა მსოფლიოს 50 ქვეყანაში
წარმატებით გამოიყენება.