სამკითხველოს იტალიის საელჩომ ელჩ ანტონიო ბარტოლის ინიციატივით ხუთიათასამდე წიგნი გადასცა.
მათ შორისაა თანამედროვე იტალიური ლიტერატურა და იტალიის შესახებ ალბომების უნიკალური კოლექცია. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონის, ავტორ სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა სწორედ ამ ფონდის საფუძველზე შეიქმნა. იტალიური ბიბლიოთეკის გახსნას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრო.