სიახლეები
პატრიოტთა ალიანსის სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელს დღეს დილიდან არსებითად განიხილავს.

პოლიტიკური პარტია საარჩევნო კოდექსიის 125 მუხლის იმ ნაწილს მიიჩნევს არაკონსტიტუციურად, რომელიც პარლამენტში მანდატების გადანაწილებას გულისხმობს.

ადვოკატის განმარტებით, დღეს მოქმედი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ნაწილდება მანდატები შეიცავს პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ადვოკატები მოითხოვენ ყველა ბარიერგადალახულ პარტიებზე მანდატები თანაბრად გადანაწილდეს.

8 კაციანი პლენუმი დღეს გადაწყვეტს მიიღებს თუარა წარმოებაში პარტიის სარჩელს და ნორმის შეჩერების მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა. ეს იქნება რიგით მეორე საქმე, რომელსაც პლენუმის ახალი შემადგენლობა განიხილავს.

 

Print