საპროტესტო
აქციაზე,
ოთხი
ადგილობრივი
დააკავეს
ქედაში.
სოფელ გოგიაშვილების მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის
მონტაჟს ეწინააღმდეგება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პროექტი მათ
სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოფელთან
მისასვლელი გზა გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას გადადგილების საშუალება
არ მისცეს.
სამართალდამცავებმა ოთხი პირი სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის
გაწევას გულისხმობს.