სართიჭალაში, სეფისკვერაძეების
ოჯახის გამოსახლება
გააპროტესტეს დღეს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ადგილობრივმა მოსახლობამ.
ისინი ითხოვენ, ოჯახს მიეცეს მეტი დრო ვალის დასაფარად. აღნიშნული საქმე უკვე ორი წელია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა. ამ დროის მანძილზე გამოსახლება უკვე მეხუთედ გადაავადეს ოჯახში მძიმე ავადმყოფის გამო.