რიგით მეორე მრავალეროვნული ეს ტრენინგი პირველი პრეცედენტია, როდესაც კრიზისებზე რეაგირების ოპერაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბი უხელმძღვანელებს. 10 დღიანი სწავლების მიზანია დაგეგმარებაში კოორდინციასა და აღსრულებაში ბრიგადის წევრების უნარების განმტკიცება. სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ნატოს წევრი 11 ქვეყნის და 2 პარტნიორი სახელმწიფოს 250 მაღალი რანგის სამხედრო მონაწილეობს.