ნომინაციაში- საუკეთესო ინვესტორი ომეგა ჯგუფი დასახელდა. საუკეთესო კომპანია კი „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ გახდა.
გამარჯვებულები ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა.
ტრადიციულად ბიზნეს-რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები და ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.