სიახლეები
საია-ს მიმართვა ხელისუფლებას
„ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას

სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე.

როგორც საიაში განმარტავენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უარყოფითი გზავნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სამინისტროების გაუქმების საკითხი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თავად პრემიერი გააკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება კონკრეტულად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნულ სფეროს ყურადღება არ მოაკლდება.

Print