სიახლეები
აქცია პროკურატურასთან
წალკის რაიონის სოფელ ნარდევანის
მოსახლეობამ დღეს მთავარ პროკურატურასთან საპროტეტსო აქცია
გამართა.
მოსახლეობა 4 თვის წინ მოკლული
სპორტსმენის ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობისთვის წალკის საკრებულოს
დეპუტატის სამსონ თამარიანის დასჯას ითხოვენ. მოკლულის ოჯახი
ეჭვობს, რომ ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დამნაშავებს ხელს
აფარებს. რა პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს და რატომ ვერ შეთანხმდნენ
დღეს მთავარი პროკურორი და მოკლულის ოჯახი.