ევროკავშირის და გაეროს განვითარების
პროგრამამ
საქართველოში, 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მეოთხე ანგარიში
წარადგინა. მონიტორინგის მიხედვით, ტელევიზიებს ფაქტობრივად არ
გაუშუქებიათ, არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი.
მათივე ინფორმაციით, დრო არ ეთმობოდათ დამოუკიდებელი
მაჟორიტარი დეპუიტატობის კანდიდატებს.
მედიამონიტორინგი 11 სატელევიზიო
არხზე განხორციელდა. ანგარიშში 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს
მოიცავს. არჩევნების მედიაში გაშუქების საბოლოო ანგარიში კი 15
დეკემბერს გამოქვეყნდება.