სიახლეები
NDI-ს ანგარიში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასკვნით ანგარიშს აქვეყნებს.
19 გვერდიან დოკუმენტში, საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები წერენ, რომ 2012 წელთან შედარებით, საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია. ენდიაის წევრების ინფორმაციითვე, არჩევნებზე ძალადობა მასშტაბური არ ყოფილა თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი. დამკვირვებლების განცხადებით მომავალი არჩევნებისთვის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად კანონის დამრღვევი პირები უნდა დაისაჯონ და გასამართლდნენ მოკლე ვადებში. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარემო არათანაბარი იყო იმ კუთხით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი შემოწირულობების 66% მიიღო და ჯამურად ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე მეტი დახარჯა.
Print