სიახლეები
ჩვილის ცემისთვის ძიძა დააკავეს
ერთ წლამდე პატიმრობა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
10 თვის ჩვილის ცემისთვის დაკავებული ძიძას სწორედ ეს სასჯელი ემუქრება. შემთხვევა თბილისში მოხდა. ოჯახმა, სადაც ძიძა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მუშაობდა, ეჭვი შეიტანა, რომ ძიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობას. რის შემდეგაც ბინაში ვიდეო კამერა დაამონტაჟეს. ფაქტის შემდეგ კი, სამართალდამცველებს მიმართეს. დაკავებული ბრალს აღიარებს. რა კრიტერიუმით ირჩევენ ძიძებს და რას ურჩევენ ფსიქოლოგები მშობლებს, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
Print