სიახლეები
გაიზრდება თუ არა მაჟორიტარების ხარჯები
არსებობს თუ არა საკმარისი
ადმინისტრაციული რესურსი და ფინანსები
იმისთვის, რომ მაჟორიტარმა
დეპუტატებმა მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაცია იქონიონ. მოქმედი
ნორმის მიხედვით თითო ოლქში დეპუტატს ერთი ბიურო ემსახურება, თუმცა
რესურსების და ბიუჯეტის გადახედვას იწვევს სიახლეები, რომელიც
მაჟორიტარული ოლქების საზღვრების ცვლილებას შეეხო. მას შემდეგ
რაც ახალი დაყოფით მაგალითად დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში სამი
მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, ჩნდება კითხვა მოახერხებს თუ არა მთლიანი
ტერიტორიის დაფარვას ბიურო, რომლის დაფინანსება თვეში 5 000
ლარია. რა მოლოდინი აქვთ დეპუტატებს და როგორია გამოხმაურება ხარჯების
შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.