დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში 20 წლის იუბილესადმი
მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანი გლობალური
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ საქართველოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა იყო.
შეხვედრაზე გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებები და
დაავადებებზე მზადყოფნის შესაძლებლობების გაზრდა განიხილეს.
კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.