სიახლეები
ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრას განაგრძობს
ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად მინისტრმა ამბროლაურსა და ცაგერში გამართა შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის 1000-მდე პედაგოგთან. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აქვე მინისტრმა რეგიონის წარჩინებულ მეათეკლასელებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

Print