სიახლეები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაღდათში
ბაღდათის მოსახლეობას გაუმჯობესებული
წყალმომარაგება ექნება.
ქალაქში, თოდაძის ქუჩაზე,
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რეზერვუარის მილსადენების
რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე ამორტიზებული
ქსელის გამო, დიდი რაოდენობით წყალი იკარგებოდა, რის შედეგადაც
ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.
ასევე, ზიანდებოდა გზის სავალი ნაწილი. არსებული პრობლემა პროექტით
გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ
მოგვარდება და ბაღდათის ათეულობით ოჯახი გაუმჯობესებული
წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.