სიახლეები
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა,
ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალური მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება.
Print