სიახლეები
დავით ბაქრაძე ფრაქციას უხელმძღვანელებს

”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უმცირესობას შექმნის, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.

როგორც ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული დეპუტატების შეხვედრის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე დაიკავებს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კი ნიკა მელია იქნება. ცნობილი გახდა ასევე ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობა გიორგი ტუღუშს წარადგენს.

 

Print