დედაქალაქის თვითმართველობაში პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებენ, რომ წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. დეპუტატ ჯაბა სამუშიას განმარტებით, საბოლოო ვარიანტი ჯერ არავის განუხილავს და ის თითოეულ მათგანს დაეგზავნება შესასწავლად. ცნობილია, რომ საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.
დედაქალაქის თვითმმართველობამ ბიუჯეტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. შენიშვნების შემთხვევაში კი კორექტირებული ვარიანტი მერიას დაუბრუნდება