
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ლევან იზორია
გერმანიის მოკავშირეთა ძალების
ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს
შეხვდა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის,
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარე
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საკითხები განიხილეს. საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში სწავლების ჩატარების
მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის მოკავშირეთა ძალების
ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლობას მადლობა გადაუხადა
მხარდაჭერისთვის.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ
რიგით უკვე მეორე, საერთაშორისო წვრთნა ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის ფარგლებში უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ სამხედრო
მოსამსახურეებს განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.