სიახლეები
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი

თბილისის საკრებულოში კომისიებსა და ფრაქციებში დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

მთავარი საფინანსო გეგმა თვითმმართველობაში მერიამ გუშინ საღამოს წარადგინა. 800 მილიონიან ბიუჯეტთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვთ. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ რომ თანხების გახარჯვს პროცესი არაგამჭირვალე და არასწორადაა გაწერილი.  ამ პოზიციას არ იზიარებენ უმრავლესობაში სადაც მიიჩნევენ, რომ  ოპონენტებმა გეგმა სრულად უნდა შეისწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინონ შენიშვნები, მანამდე კი წინასწარი და პოპულისტური განცხადებებისაგან თავი უნდა შეიკავონ.


 

Print