სიახლეები
''გირჩების'' მიმართვა ახალ პარლამენტს
იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე
არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩი" პროტესტის სხვადასხვა ფორმით იმუქრება. პოლიტიკური გაერთიანების  წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"გირჩი" ითხოვს: მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია.

Print