სიახლეები
ელისაშვილის განცხადება
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი
დედაქალაქის მერს კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გასაწყვეტად რეკომენდაციებს და რჩევებს სთავაზობს.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა დღეს, ის  სამი რეკომენდაცია დაასახელა, რომლითაც მისი მოსაზრებით  შესაძლებელია, გამოიძებნოს თანხა, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისთვის.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მერიას ეს საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ გაუკეთებია. კერძოდ, ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციისთვის ტრანსფერის სახით 20 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაირიცხა.  ალეკო ელისაშვილი ამ თემის ღია და საჯაროდ განხილვისათვის თბილისის მერს ტელედებატებში იწვევს.

Print