
2016 წლის საპარლამენტო
არჩევნების საბოლოო შედეგები დათვლილია.
შემაჯამებელი ოქმი ხელმოწერილია.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საერთო სურათი არ იცვლება. 73 მაჟორიტარული ოლქიდან 71-ში
ქართული ოცნების წარდგენილი კანდიდატები არიან გამარჯვებულები.
ხაშურში თოფაძე მრეწველებმა, მთაწმინდის ოლქში მანდატი სალომე
ზურაბიშვილმა მიიღო. პროპორციული სიით არჩევნების შედეგები ასეთია
48,68 % „ქართული ოცნება“ 44 მანდატით. 27,11 %
„ნაციონალური მოძრაობა“ 27 მანდატი და „პატრიოტთა ალიანსი“
5,01 პროცენტი 6 მანდატი. სულ არჩევნებში 3
მილიონ 513 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.