სიახლეები
„NATO-საქართველო 2016“-ის ფინალური ეტაპი
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ფინალურ ფაზაშია.
სწავლების სცენარის მიხედვით ქართველი და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის სამხედროები ერთობლივად გეგმავენ თუ რა ნაბიჯები გადადგან კრიზისული სიტუაციის საპასუხოდ, რომელც გამოგონილ სახელმწიფო „ტიტანში“ ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის ყველა რგოლს საქართველოს გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს. სწავლების მიმდინარეობას დღეს ნატო-ს ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილე გაეცნო. მასთან ერთად პროცესს „მაესტროს“ ჯგუფიც აკვირდებოდა. როგორ აფასებენ ქართველი სამხედროების მზაობას ნატო-ს გენერლები და როგორი იქნება სწავლების შემდგომი განვითარება.

Print