სიახლეები
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში უშუალოდ ფულის აღების მომენტში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინოვნიკმა საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 700 ლარი მოითხოვა.
Print