ბნელები და თვითგამოცხადებული
ლიდერები - ასეთი ეპითეტები მიხეილ სააკაშვილმა
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გარკვეულ საკითხებზე
უთანხმოების კომენტირებისას გამოიყენა. ექსპრეზიდენტი მისსავე
პარტიაში საშიშ ტენდენციაზე საუბრობს და მიაჩნია,
რომ იმ ადამიანებმა, ვინც პასუხისმგებლობა აიღეს, ვერ
გაამართლეს.
სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია ვინ
გაუცრუა იმედები, თუმცა ცნობილია, რომ ურთერთბა თანაგუნდელებს შორის
არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ყოფილი პრეზიდენტი
პარტიას პარლამენტში არშესვლას და მეორე ტურიდან გამოთიშვას
სთავაზობდა, თუმცა მას არც თუ ისე ბევრი თანამოაზრე
აღმოაჩნდა.