როგორც
კი
შეჩერების
მექანიზმზე
ევროკავშირში
პოზიცია შეჯერდება
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა
გაიმართება, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ
განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს რომ ეს შეთანხმება მალე მოხდება.
მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით
საჭირო ყველა საკითხი დასრულებული აქვს.