სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
რუსეთის დუმას შემდეგ ოკუპირებულ
აფხაზეთთან მიღწეული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია ფედერაციის
საბჭომაც მოახდინა.
ოკუპირებული სოხუმის მარიონეტულ
რეჟიმსა და მოსკოვს შორის ერთობლივი საჯარისო შენაერთის შესახებ
შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა. იდენტური დოკუმენტი კრემლმა
ოფიციალურ ერევანთანაც გააფორმა. რას ემსახურება ოკუპირებული
აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც
საქართველოს სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს და რა მოლოდინები აქვთ
რუს კანონმდებლებს?