მეცხრე
მოწვევის
პარლამენტის
პირველი
სხდომა
18
ნოემბერს
გაიმართება.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18
ნოემბერს, 12:00 საათზე", - ნათქვამია პრეზიდენტის
განკარგულებაში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,
პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა მხარესთან კონსულტაციას
აწარმოებდა.