სიახლეები
ვარშალომიძის გადაწყვეტილება
ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა.
“ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აღნიშნული განცხადება დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა,  თუმცა ის პოლიტიკიდან და რეგიონიდან წასვლას არ გეგმავს.

ლევან ვარშალომიძემ ამომჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ბოდიში მოუხადა რომ მათი მოლოდინი ვერ გაამართლა და  მათი ხმები  ვერ დაიცვა. მისი თქმით, არჩევნები აჭარაში მმართველმა გუნდმა გააყალბა.  ლევან ვარშალომიძის ნაცვლად აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მე-6 ნომერი ასმათ დიასამიძე მიიღებს. პარტიის ფრაქციას კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს.

Print