სიახლეები
NATO - საქართველოს სწავლება 2016
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა
პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას უმასპინძლა, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები უძღვებოდნენ, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.

პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევე გლობალური სტაბილურობის მიზნებს.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა ერთობლივი სწავლება გიორგი კვირიკაშვილმა და  თერთმეტი მოკავშირე და  ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.

Print