უმაღლესი საარჩევნო კომისის თავმჯდომარის ინფორმაციით, უწყებას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დავით თარხან მოურავმა მიმართა თხოვნით, მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში სიის მეორე ნომერი შევიდეს.
თუმცა უმაღლეს საარჩევნო კომისიას ამის უფლებამოსილება არ აქვს. შესაბამისად კანდიდატმა უფლებამოსილების ცნობის შემდგომ, აღიშნული თხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოს. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ჩანიშნავს