სიახლეები
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

ხვალ მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

თუმცა მთავრობის ახალი შემადგენლობა კვლავ უცნობია,ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტში და ვინ დატოვებს თანამდებობას ამაზე ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრები არ   საუბრობენ. მათი თქმით, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი გააკეთებს. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტს თეა წულუკიანი აღარ დაიკავებდა, თავად წულუკიანმა არ დაადასტურა. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძე არ აკონკრეტებს  იქნება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

 

Print