სიახლეები
უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო სამუშაო დღე მედიას დაუთმო.
დავით უსუფაშვილი ოთხწლიან მოღვაწეობას აჯამებს და ამბობს რომ ხშირ შემთხვევაში მეტად პრინციპული უნდა ყოფილიყო. „ხვალიდან მე ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მტერი“ ასე იწყებს ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას და ამბობს რომ ახლა მთავარი სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება, თუმცა მანამდე აპირებს ესაუბროს ყველას ვინც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს არამხოლოდ ხედავს, არამედ ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული ხედვა და გეგმა აქვს.
Print