სიახლეები
ახალი მთავრობის ფორმირება

ახალად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

პრეზიდენტი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს.

ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება. უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენენ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ცნობილია, რომ ”ქართული ოცნება” მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადების ბოლომდე გამოყენებას არ აპირებს. მმართველი პარტია გეგმავს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირას განიხილოს

 

Print