
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
სლოვაკეთის რესპუბლიკის "ხავერდოვანი
რევოლუციის" 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით
მიმართა და სლოვაკეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობისა და
დემოკრატიული მმართველობის 27 წლისთავი მიულოცა. საკუთარ გამოსვლაში
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ხავერდოვანი რევოლუციის მნიშვნელობას,
რაც წარმოადგენდა თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთობლვ სურვილს ცენტრალურ
და აღმოსავლეთ ევროპაში. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო
საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო
პოლიტიკურ ურთიერთობებს.