სიახლეები
შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროში
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნად წარსადგენი ტერიტორიების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
კოლხური ტყეებისა და ჭაობების ტეკნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები
განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე, შერჩეული ტერიტორიების სიის
გაფართოებაზეც იმსჯელეს. პროექტის ინიცირება 2011 წელს მოხდა, 2014
წელს დაიწყო მეორე ეტაპი, ხოლო ამჟამად დასკვნით ეტაპზე, სამუშაო
ჯგუფებმა პროცესის დაჩქარების მიზნით, მონაცემების განახლება
განახორციელეს.