„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“
ორგანიზებით
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა,
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესასრულებლად, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.
წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს მიერ განხორციელებულ
რეფორმებს მართლმსაჯულების, არჩევნების, წამების, არაადამიანური
მოპყრობის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებს ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და განხორციელებულ
რეფორმებს დადებითად აფასებენ, თუმცა გარკვეული შენიშვნები და
რეკომენდაციებიც გააჩნიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები
იმედოვნებენ, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში განხილულ გამოწვევებს და
რეკომენდაციებს ყველა მხარე გაითვალისწინებს.