სიახლეები
პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებები პარლამენტის პირველ სხდომაზე

მე- 9 მოწვევის პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომას მისი უხუცესი წევრი რევაზ არველაძე ხელმძღვანელობს. სხდომა პრეზიდენტმა გახსნა. უკვე გამოვიდა სიტყვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. არჩევნების  შედეგებზე საუბარი  თამარ ჟვანიამ საუბარი ერთსაათიანი შესვენების შემდეგაც გააგრძელა.

სხდომაზე დეპუტატები ფიცს დადებენ, რითაც მათი უფლებამოსილება ოფიციალურად შევა ძალაში, შემდეგ ფარულ კენჭისყრაზე აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს,  ვიცესპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

სავარაუდოდ პირველი პლენარული სხდომა მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობით დღეს 21 საათამდე გაგრძელდება.  დღეს საკანონმდებლო ორგანოში  ახალი მოწვევის დეპუტატებთან ერთად  მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრი, პატრიარქი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

Print