უფლებამოსილება მინიჭებულია,
ქვეყნისადმი ერთგულების ფიციც დადებული.
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა
ოფიციალურად დაიწყო. 118 ხმით, ირაკლი კობახიძე, სულ რამდენიმე წუთის
წინ , პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. სულ ცოტა ხანში კი სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით დეპუტატები პარლამენტის პირველ
ვიცე-სპიკერსა და ვიცე-სპიკერებს დაამტკიცებენ.
მოხდა, უმრავლესობისა და
უმცირესობის ფორმირება, ასევე დარეგისტრირდა ხუთი საპარლამენტო
ფრაქცია.