სიახლეები
პრეზიდენტის ინიციატივა
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. პრეზიდენტმა რამდენიმე ინიციატივაც გააჟღერა.

მარგველაშვილი თვლის, რომ ქვეყანამ მუშაობა ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა დაიწყოს,  მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, ევროკავშირის მისია მოიწვიოს, ეკონომიკური მიმართულებით მეტად თამამი ნაბიჯები გადადგას და კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაზე, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრაზე იზრუნოს - როგორ შეფასდა მარგველაშვილის გამოსვლა  დეპუტატების მხრიდან.

Print