სიახლეები
ხაშურის გზის რეაბილიტაცია
რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებული საგზაო  პროექტები დაათვალიერა. 2013-2016 წლებში  ხაშურის მუნიციპალიტეტში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  4 მილიონ 244 027 ლარის ღირებულების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხა  ხაშურისა და  სურამის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
Print