სიახლეები
იარაღის ჩაბარება სამცხე-ჯავახეთში
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტში რეგიონის
შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით
სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ნებაყოფლობით ჩააბარა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის,
პირები კი რომლებმაც იარაღი ჩააბარეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.