თბილისის
2017
წლის
ბიუჯეტის
პროექტთან დაკავშირებული შენიშვნების
განხილვა
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის
სხდომაზე მოხდება, სადაც ბიუჯეტის პროექტზე საბოლოო
დასკვნა მომზადდება. თვითმმართველ ორგანოს ბიუჯეტის პროექტის
შესასწავლად და შენიშვნებით მერიისთვის დასაბრუნებლად ვადა 25
ნოემბერს ეწურება. მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად და მისი
საკრებულოსთვის ხელმეორედ წარსადგენად კი ვადა 10 დეკემბრამდე აქვს
. ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას. მათი
თქმით ზოგიერთი სფეროს დაფინანსება გაუმართლებლად არის შემცირებული.
ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის მხარს არ დაუჭერენ.
საკრებულოს უმრავლესობაში კი ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ და
ამბობენ რომ სოციალური მიმართულებით დაფინანსება არ მცირდება..