სიახლეები
''რუსთავი 2-ის'' საქმე
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას იწყებს.
რუსთავი2-ის საქმეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის წარმომადგენლების გარეშე დახურულ სხდომაზე განიხილავს. ზეპირ მოსმენაზე უარის თქმის მიუხედავად, რუსთავი2-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს ქვემდგომ ინსტანციაში დააბრუნებს. რუსთავი 2-ის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა  25 იანვარია. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს.  სალია ამავე დროს იმედოვნებს, რომ საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება.
Print