სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
2017 წლის აპრილში საქართველო
ევროპისა და აზიის სამთო
კურორტების საერთაშორისო
კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და გაეროს მსოფლიო
ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლონდონში
ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ევროპისა და აზიის მთის
კურორტების განვითარების მე-3 კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან 250-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.