სიახლეები
UNICEF-ის კვლევა
ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, - ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია საუბარი, რომელიც „იუნისეფმა“  წარმოადგინა. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველწლიურად ტარდება. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  აღნიშნა, საქართველომ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები.
Print