სიახლეები
თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში
25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე სტუდენტები თვითმმართველობაში 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში მონაწილეობენ, მოუწოდა არჩევნებზე თავიანთი დამკვირვებლები გააგზავნონ.
Print