სიახლეები
''გირჩი'' პარლამენტს კანონპროექტს უგზავნის
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“
პარლამენტს
კანონპროექტს უგზავნის და 31
დეკემბერს დაგეგმილი აქციის კანონის ფარგლებში მოქცევას სთხოვს.
კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსიდან, ნებისმიერი ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების გამო პასუხისმგებლობისა და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის
გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების
გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენის, შენახვისა და
მოხმარებისთვის სასჯელს და იძულებითი ნარკო-ტესტირების ჩატარების
უფლებას აძლევს პოლიციას. ზურა ჯაფარიძის განცხადებით,
მნიშვნელოვანია ამ კანონის საქართველოს ბიუჯეტის კანონთან ერთად
მიღება, რადგან აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ეკონომიკურ
მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.